ალექსანდრე იაშვილი – საქართველოს ნაკრებების მუდმივი განვითარება და წინსვლა გვსურს #1TVSPORT

15:25, 28.05.2025

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრებების მზადებაზე ისაუბრა.

„ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ვითამაშებთ. რთულ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ ასეთი დონის ტურნირზე მარტივი მეტოქე არ არსებობს. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა, რადგან მაღალი მიზნებისთვის ბრძოლა ყოველთვის მნიშვნელოვანია, ჩვენ ნაკრებების მუდმივი წინსვლა და განვითარება გვსურს.

რაც შეეხება განახლებულ სათამაშო ფორმებს, ყველას ძალიან მოგვწონს. ბევრი პოზიტიური და კარგი შეფასება მივიღეთ. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მაისურები საბოლოოდ ყველას მოეწონება და შემდეგ მატჩებზე გულშემატკივრები ტრიბუნებზე ახალი მაისურებით შეიმოსებიან“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

საქართველოსა და ფარერის კუნძულების მატჩი „დინამო არენაზე“ 5 ივნისს, 20:00 საათზე დაიწყება, ხოლო საქართველო-კაბო ვერდეს შეხვედრას ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი 8 ივნისს, 20:00 საათზე უმასპინძლებს.

მსგავსი