ალექსანდრე იაშვილი - საბერძნეთთან მოგება ახალგაზრდებისთვის მაგალითია, რომ ყოველთვის ღირს, ოცნებისთვის ყველაფერი გააკეთო #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - საბერძნეთთან მოგება ახალგაზრდებისთვის მაგალითია, რომ ყოველთვის ღირს, ოცნებისთვის ყველაფერი გააკეთო #1TVSPORT

პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა საქართველოს ეროვნული ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე გასვლის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„უმთავრესია ერთობა და ყველამ ვნახეთ, ამას რა ძალა აქვს. როდესაც პროცესი სწორად მიდის, ყველა ერთიანია. რასაც ნაკრებში ფეხბურთელები გრძნობენ, ეს შემთხვევითი არ არის. შედეგი ყოველთვის დიდი შრომის და ერთმანეთისადმი დამოკიდებულების შემდეგ მოდის.

დარწმუნებული ვარ, საბერძნეთთან მოგება ჩვენი ახალგაზრდებისთვის მაგალითი იქნება, რომ ყოველთვის ღირს, ოცნებისთვის ყველაფერი გააკეთო. 26 მარტის წარმატების მთავარი აზრი სწორედ ესაა – მომავალმა ფეხბურთელებმა ბევრი უნდა იშრომონ და დაუფასდებათ.

რაც შეეხება ევროპის ჩემპიონატზე გასვლას, ეს კარგია, მაგრამ ასევე უნდა გავაგრძელოთ და დარწმუნებული ვარ, წინ უფრო მეტი სიხარული გველოდება“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.