ალექსანდრე იაშვილი - ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებაზე მხოლოდ ვილი სანიოლია პასუხისმგებელი #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებაზე მხოლოდ ვილი სანიოლია პასუხისმგებელი #1TVSPORT

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის გამართულ პრესკონფერენციას, რომელიც შოტლანდიასა (16 ნოემბერს) და ესპანეთთან (19 ნოემბერს) მოახლოებულ მატჩებს მიეძღვნა, ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ესწრებოდა.

მან უპასუხა კითხვას, რომელიც ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელს დაუსვეს: ვინ იწვევს ნაკრებში მოთამაშეებს?

„საქართველოს ნაკრებში ფეხბურთელების გამოძახებაზე მხოლოდ სანიოლია პასუხისმგებელი და არა მგონია, ამ კითხვის დასმა გამართლებული იყოს. წარმოუდგენელია, რომ ეროვნულ გუნდში მოთამაშეს, მწვრთნელის გარდა, ვინმე იწვევდეს. სამწუხაროა, რომ ეს კითხვა ისმის.

რაც შეეხება საზონოვის ახალგაზრდულში გამოძახებას, ჩვენთვის 21-წლამდელთა გუნდი ძალიან მნიშვნელოვანია. ვინც ეროვნულში არაა, მათ ნაწილს ახალგაზრდულში ვიწვევთ. სანიოლმა გარკვევით თქვა, რომ საზონოვი ეროვნული გუნდისთვის მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ ის ყურადღებას სათამაშო პრაქტიკასაც აქცევს“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

მატჩების განრიგი:

16 ნოემბერი, 21:00
საქართველო – შოტლანდია

19 ნოემბერი, 23:45
ესპანეთი – საქართველო