ალექსანდრე იაშვილი - მოლაპარაკებები სხვა ნაკრებებთანაც იყო, თუმცა ნიდერლანდები ძალიან საინტერესო ვარიანტია #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - მოლაპარაკებები სხვა ნაკრებებთანაც იყო, თუმცა ნიდერლანდები ძალიან საინტერესო ვარიანტია #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიდერლანდებთან 6 ივნისს დაგეგმილ მატჩზე, რომლის შესახებაც შეთანხმება დღეს შედგა.

ნიდერლანდებთან თამაში ნამდვილად კარგი სპარინგი იქნება. ვილი სანიოლს მარტის მატჩებამდე ნაკრებთან სამუშაოდ ძალიან ცოტა დრო ჰქონდა. ახლა შეეცდება, თამაში გააუმჯობესოს, უკეთესი ხარისხი აჩვენოს და ფეხბურთელებს უკეთ გაეცნოს“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, ნიდერლანდების გარდა სხვა ქვეყნებთანაც იყო მოლაპარაკებები:

„იყო სხვა ძლიერი ნაკრებების ვარიანტებიც, მაგრამ მიმაჩნია, რომ ნიდერლანდები ძალიან კარგი მეტოქეა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მათთან აქამდე არასოდეს გვითამაშია. ამიტომ მოლაპარაკების პირველი წამებიდან ეს საინტერესო ვარიანტი იყო. მთავარ მწვრთნელს ასეთ მეტოქესთან საშუალება ექნება, რომ ამ თამაშში დაინახოს ის, რისი დანახვაც უნდა“.

საქართველოს ნაკრები, ნიდერლანდებს 6 ივნისს სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ „ტვენტეს“ სტადიონზე გაიმართება. მანამდე სანიოლის გუნდი 2 ივნისს, სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფა-ს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.