ალექსანდრე იაშვილი – მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგის მატჩებს კარგად მომზადებული შევხვდეთ #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენციაზე ივნისის ამხანაგური მატჩების შესახებ კომენტარი გააკეთა.
„გურამ კაშია საქართველოს ნაკრებში ბოლო თამაშს ატარებს და მნიშვნელოვანი იყო, მისი გაცილების დღეს ძლიერ მეტოქესთან გვეთამაშა და თან – თბილისში.
შემოდგომაზე ერთა ლიგის მატჩები გველოდება და აუცილებელია, მათ კარგად მომზადებული შევხვდეთ. ამხანაგური თამაშების თბილისში ჩატარება ამიტომ გადავწყვიტეთ“, – თქვა იაშვილი.
„ჯვაროსნები“ ზაფხულის სანაკრებო პაუზაზე ორ შეხვედრას გამართავენ, 2 ივნისს, რუმინეთთან, ხოლო 5 ივნისს ბაჰრეინთან. ორივე შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება – პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.