ალექსანდრე იაშვილი – გიორგი ლორიამ საქართველოს ნაკრებისთვის დიდი საქმე გააკეთა #1TVSPORT

18:44, 04.06.2025

„დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მადლობა გადაუხადა გიორგი ლორიას, რომელიც ხვალ 79-ე მატჩს ჩაატარებს და სანაკრებო კარიერას დაასრულებს.

„ჩემთვის ეს ძალიან ემოციური დღეა. ჩვენს ქვეყანას ჰყავს ასეთი მეკარე და ადამიანი, როგორიც გიორგი ლორიაა. ის არის მაგალითი, როგორ პატივს უნდა სცემდე ეროვნულ ნაკრებს და შენს ქვეყანას. ჩვენ ერთად ძალიან დიდი გზა გავიარეთ – 17 წელი ნაკრების სამსახურში დიდი დროა.

გიორგი ხვალ ბოლო თამაშს ჩაატარებს საქართელოს ნაკრებში, რომლისთვისაც ამ წლების განმავლობაში დიდი საქმე გააკეთა. ის იმსახურებს, რომ ეროვნული გუნდი გამარჯვებულმა დატოვოს. დარწმუნებული ვარ, მომავალში ლორია ქართული ფეხბურთისთვის კიდევ ბევრ საქმეს გააკეთებს“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

ვილი სანიოლი: „საქართველოს ნაკრებში როდესაც დავინიშნე, გიორგისთან ვისაუბრე და პირველი შთაბეჭდილება ძალიან კარგი იყო. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო მომავალ საქმიანობაში“.

მსგავსი