ალექსანდრე იაშვილი - ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებულები, რომ ნახევარფინალში მასპინძლის უპირატესობა მოგვეპოვებინა #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებულები, რომ ნახევარფინალში მასპინძლის უპირატესობა მოგვეპოვებინა #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა კომენტარი გააკეთა ნიონში, ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის წილისყრაზე.

შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის C დივიზიონის ფინალის მასპინძლად საქართველო – ლუქსემბურგის წყვილში გამარჯვებული დადგინდა. ამ წყვილში უძლიერესი ნაკრები 26 მარტს საკუთარ მოედანზე საბერძნეთი – ყაზახეთის წყვილის გამარჯვებულს უმასპინძლებს.

„საკუთარ მოედანზე თამაშს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ერთა ლიგაზე სწორედ ამაზე ვიყავით კონცენტრირებულები, რათა მოგვეგო მაქსიმალურად ყველა თამაში და ნახევარფინალში ეს უპირატესობა მოგვეპოვებინა. ლუქსემბურგი ძლიერი გუნდია და შესარჩევი ციკლი კარგად ითამაშა.

მნიშვენლოვანია ჩვენი გულშემატკივრის ენერგია, ჩვენი გუნდის, ჩვენი ბიჭების კი მჯერა. დარწმუნებული ვარ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გავიმარჯვოთ ნახევარფინალში და მოვიპოვოთ ფინალში თამაშის უფლება, რომელიც ასევე საქართველოშია, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. გულშემატკივართან ერთად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ავიხდინოთ ოცნება, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში ჰქვია“, – განაცხადა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა.