ალექსანდრე იაშვილი - ჩვენი მიზანი მუნდიალის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაა #1TVSPORT
ალექსანდრე იაშვილი - ჩვენი მიზანი მუნდიალის პლეი ოფის საგზურისთვის ბრძოლაა #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის წილისყრი შემდეგ განაცხადა, რომ საქართველოს ნაკრების მიზანი, მინიმუმ, პლე ოფის საგზურისთვის ბრძოლაა.

ფიფა-ს ოფისში გამართული წილისყრის შედეგად „ჯვაროსნები“ E ჯგუფში მოხვდნენ, სადაც ჩვენი მეტოქეები იქნებიან თურქეთი, ბულგარეთი და ერთა ლიგის პლეი ოფში ესპანეთი-ნიდერლანდების წყვილის გამარჯვებული.

„რა თქმა უნდა, რთული ჯგუფია, ესპანეთიც და ნიდერლანდებიც მსოფლიოს წამყვანი გუნდები არიან. ესპანეთის წინააღმდეგ საკმაოდ ბევრი თამაში დაგვიგროვდა, ვთვლი, რომ საუკეთესო ნაკრებია.

თურქეთს გამორჩეული ინდივიდუალური მოთამაშეები ჰყავს, ამ გუნდს კარგად ვიცნობთ, მათ წინააღმდეგაც ვითამაშეთ ევროპის ჩემპიონატზე, ბულგარეთი კი ტრადიციული საფეხბურთო ქვეყანაა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, ვიბრძოლოთ პლეი ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის. ვიცით, ეს რთული იქნება, მაგრამ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ.

კარგია, რომ ივნისის თვეში გვექნება ამხანაგური მატჩები და მოვემზადებით საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის, რომელიც სექტემბერში დაიწყება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, მარტის პლეი ოფი წარმატებით ვითამაშოთ და შემდეგ მთელი კონცენტრაცია იქნება საკვალიფიკაციო ეტაპის მოსამზადებელ პერიოდზე და უშუალოდ ამ თამაშებზე“, – ამბობს ალექსანდრე იაშვილი.