ალექსანდრე იაშვილი - არასრულწლოვნის საქმის განხილვისას მაქვს შემთხვევები, როდესაც მხარეებთან ვჯდები, რათა ბავშვმა სტრესი არ განიცადოს
ალექსანდრე იაშვილი - არასრულწლოვნის საქმის განხილვისას მაქვს შემთხვევები, როდესაც მხარეებთან ვჯდები, რათა ბავშვმა სტრესი არ განიცადოს

მაქვს პრაქტიკაში შემთხვევები, როდესაც მცირეწლოვანი არის, ჩავდივარ მოსამართლის ტრიბუნიდან და ერთად ვსხდებით ბავშვი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, მხარეები და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი გარემო, რაც ბავშვზე იქნება ორიენტირებული, რათა მან სტრესი არ განიცადოს, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, ალექსანდრე იაშვილმა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსზე საუბრისას.

მისი თქმით, კოდექსში ბოლო პერიოდში არაერთი ცვლილება შევიდა. იაშვილის განმარტებით, არასრულწლოვნებთან მიმართებაში, სასამართლოს უფრო მაღალი სტანდარტი და მიდგომა აქვს.

„მაქვს პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები, როდესაც მცირეწლოვანი არის, ჩავდივარ მოსამართლის ტრიბუნიდან და ერთად ვსხდებით ბავშვი, მისი კანონიერი წარმომადგენელი, ადვოკატი, მხარეები და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად შევქმნათ ისეთი გარემო, რაც ბავშვზე იქნება ორიენტირებული, რათა მან სტრესი არ განიცადოს. რა თქმა უნდა, მაცვია მანტია, მანტია ერთ-ერთი ატრიბუტია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ. საერთაშორისო პრაქტიკაა ეს, რომელიც გამოუყენებიათ. ყველა არასრულწლოვანი ერთ სიბრტყეში არ უნდა იქნას განხილული, არამედ ინდივიდუალური მიდგომა უნდა იყოს ყველა მათგანთან, მისი პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით.

უფრო მაღალი სტანდარტი გვაქვს დაკითხვის დროს, პროცედურული თვალსაზრისითაც არაერთი სტანდარტია, რომელიც მორგებულია არასრულწლოვნის უფლებებზე, რათა არ იგრძნოს თავი ისე, თითქოს მისი ბედი სულერთია“, – განაცხადა ალექსანდრე იაშვილმა.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ ალექსანდრე იაშვილს უსმენენ.