ალექსანდრე დარახველიძე - გამოძიება დაწყებულია ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის მუხლით, აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება, ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული
ალექსანდრე დარახველიძე - გამოძიება დაწყებულია ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის მუხლით, აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება, ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული

გამოძიება დაწყებულია ანასტასია შატალოვას განზრახ მკვლელობის მუხლით, აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება, ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, შსს ყველაფერს აკეთებს, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ.

„გამოძიება დაწყებულია განზრახ მკვლელობის მუხლით. ყველა ვერსიასა და მიმართულებაზე აქტიურად ვმუშაობთ, რაც შეიძლება, ამ საზარელ ფაქტთან იყოს დაკავშირებული. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები. წინასწარი ინფორმაციის გაჟღერებისგან თავს შევიკავებ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დანაშაულის ჩამდენი პირები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დროულად მიეცნენ. ვახორციელებთ ყველა საჭირო საპროცესო მოქმედებას, რომ დანაშაულის ჩამდენი პირები დროულად დადგინდნენ“, – განაცახდა ალექსანდრე დარახველიძემ.

თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ქალს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებები დღეს ჩაატარეს. მათ სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს. მოკლულ ანასტასია შატალოვასა და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.