სამართალდამცველებმა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს
სამართალდამცველებმა ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურაბ ბერიძის სახლიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს

ბათუმის ყოფილი ვიცე-მერის, ზურა ბერიძის საცხოვრებელ სახლში საგამოძიებო მოქმედებების ნაწილი უკვე დასრულდა. სამართალდამცველებმა ბინიდან კომპიუტერული ტექნიკა და სხვადასხვა ნივთი ამოიღეს.

საგამოძიებო მოქმედებებს ბათუმის პოლიციის სამმართველოს უფროსი ხვიჩა ქადაგიძე ხელმძღვანელობდა.

„გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ინფორმაციას ვერ გავაჟღერებთ. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება“, – განაცხადა ხვიჩა ქადაგიძემ.

საგამოძიებო მოქმედებები სავარაუდოდ თბილისში მომხდარ მკვლელობას უკავშირდება. მოკლულ ანასტასია შატალოვას და ყოფილ ვიცე-მერს საერთო შვილი ჰყავთ. შატალოვა მის დაბრუნებას ითხოვდა, მათ შორის მიმდინარეობდა დავა.