ალექსანდერ პავლოვიჩი მიუნხენის „ბაიერნს“ ექვსი კვირით გამოაკლდა #1TVSPORT
ალექსანდერ პავლოვიჩი მიუნხენის „ბაიერნს“ ექვსი კვირით გამოაკლდა #1TVSPORT

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველი ალექსანდერ პავლოვიჩი ტრავმირებულია და ის თავისი გუნდის დახმარებას ექვსი კვირის განმავლობაში ვერ შეძლებს.

20 წლის გერმანელმა ფეხბურთელმა მხრის დაზიანება გერმანიის ბუნდესლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრაში, „შტუტგარტის“ წინააღმდეგ მიიღო.

პავლოვიჩი მიუნხენის „ბაიერნის“ შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში ერთ-ერთი გამორჩეული იყო. მან გუნდის რიგებში ყველა ტურნირზე ცხრა მატჩი ჩაატრა.

შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ევრო 2024-ისთვის გერმანიის ეროვნულ გუნდშიც იყო მიწვეული, თუმცა ტონზილიტის გამო ტურნირი გამოტოვა.