ალეკო კასრაძე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელია #1TVSPORT

11:05, 16.09.2022

პრაღაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის პირველ დღეს (ახალგაზრდებს შორის) ქართველი ძიუდოისტი ალეკო კასრაძე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ფინალში იგი წონის პირველ ნომერთან, თურქ დემირელთან დამარცხდა.

დღეს ტურნირზე საქართველოს ნაკრების ოთხი წევრი იასპარეზებს:

კოტე კაპანაძე (73კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (81კგ), ეთერ ასკილაშვილი (63კგ) და ნინო გულბანი (70კგ).

წინასწარი შეხვედრები 13:00 საათზე, ხოლო ფინალური ბლოკი 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი