ალეკო ელისაშვილის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
ალეკო ელისაშვილის ადვოკატი თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. გიორგი რეხვიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების – პატიმრობის შეცვლის თაობაზე სარჩელი ცოტა ხნის წინ შეიტანა.
ადვოკატის თქმით, სასამართლომ ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიება პოლიტიკური ნიშნით შეუფარდა.
რეხვიაშვილის განცხადებით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დგინდება, რომ ელისაშვილი თავდაცვის მიზნით მოგერიების პროცესში იყო.
თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 დეკემბერს შეუფარდა.