ალეკო ელისაშვილი - გიგი უგულავა, რომელიც მილიონების მოპარვისთვის იჯდა ციხეში, რაღაც პრინციპებზე მელაპარაკება და მანამუსებს, რას და როგორ გავაკეთებ ერთი წლის შემდეგ 
ალეკო ელისაშვილი - გიგი უგულავა, რომელიც მილიონების მოპარვისთვის იჯდა ციხეში, რაღაც პრინციპებზე მელაპარაკება და მანამუსებს, რას და როგორ გავაკეთებ ერთი წლის შემდეგ 

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ შეთავაზებას ოპოზიციურ პარტიებს შორის მემორანდუმის გაფორმების თაობაზე, არ ემხრობა.

როგორც მან განაცხადა, ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას არ აქვს უფლება, სხვა პოლიტიკოსებს ჭკუა დაარიგოს.

ალეკო ელისაშვილმა „ევროპული საქართველოს” ინიციატივას „ნაცარქექიობა” უწოდა.

„არჩევნებამდე ერთი წლით ადრე უგულავამ და მისმა ამხანაგებმა გადაწყვიტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დამარცხებულია და ახლა რაღაც კოალიციებზე უნდა ვიფიქროთ? ეს არის ნაცარქექიობა და მეტი არაფერი. თან გიგი უგულავა, რომელიც მექრთამეობისთვის და მილიონების მოპარვისთვის იჯდა ციხეში, გამოვიდა და რაღაც პრინციპებზე მელაპარაკება და მანამუსებს, რას გავაკეთებ და როგორ გავაკეთებ ერთი წლის თავზე. ამას ერთი წლის მერე ვიტყვი“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ელისაშვილი აღნიშნავს, რომ მომავალში ის „სამოქალქო მოძრაობის“ პარტიად გარდაქმნას არ გამორიცხავს.

ამასთან, მისივე თქმით, პოლიტიკურ სივრცეში საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პარტიის ჩამოყალიბება მნიშვნელოვანია.

პარტიებმა – „ევროპულმა საქართველომ“ და „თავისუფალმა დემოკრატებმა“ 13 სექტემბერს ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდეს, ხმამაღლა განაცხადონ, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს მთავრობას არ შეუქმნიან და მათთან ერთად არ შევლენ კოალიციაში. „მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ ივანიშვილის მთავრობასთან არ შევალთ კოალიციაში“, – განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ.