ალეკო ელისაშვილი - „ევროპული საქართველო“ დესტრუქციაზე იყო აწყობილი, ყველაფრის ამრევები და ჩამშლელები იყვნენ, რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ეს ხდება მათ თავს
დედამიწის ზურგზე ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს ის, რაც ახლა „ევროპულ საქართველოში” ხდება, – ამის შესახებ დეპუტატმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს პარტია დესტრუქციაზე იყო აწყობილი და ა ყველაფრის ამრევები, ჩამშლელები იყვნენ.
„ეს პარტია დესტრუქციაზე იყო აწყობილი, თავის თავზე დიდი წარმოდგენა ჰქონდათ და ყველაფრის ამრევები და ჩამშლელები იყვნენ. რასაც დასთეს, იმას მოიმკი, ეს ხდება მათ თავს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
„ევროპული საქართველოს“ ოფისში პარტიის წევრები იკრიბებიან. როგორც „ევროპული საქართველოს“ერთ-ერთმა წევრმა, ოთარ კახიძემ განაცხადა, პარტიაში განსახორციელებელ სტრუქტურულ ცვლილებებთან და სხვა საკითხებზე სასაუბროდ იკრიბებიან.