ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციონერებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ
ალეკო ელისაშვილი არ გამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძესა და სხვა ოპოზიციონერებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის მერაბიშვილი და ბოკერია კომპრომატებით ემუქრებოდნენ

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი არ აგამორიცხავს, რომ გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კომპრომატები ჰქონდეთ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის.

ალეკო ელისაშვილი ვარაუდობს, რომ გიორგი ვაშაძეს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ვანო მერაბიშვილი და გიგა ბოკერია სწორედ ამ კომპრომატებით ემუქრებიან.

„არ გამოვრიცხავ, რომ იყოს სხვა მიზეზები. აგერ, იაგო ხვიჩია ღიად ამბობს, რომ გიორგი ვაშაძის ან სხვების წინააღმდეგ, სხვა ოპოზიციონერების წინააღმდეგ, რომლებიც ერთ დღეს ამბობენ, შევხვდეთო დ მეორე დღეს ამბობენ, აღარ გვინდა შეხვედრაო, სხვა ბერკეტებიც ჰქონდეთ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. მაგალითად, კომპრომატები და სწორედ ამით მართავდნენ და ამას იყენებდნენ მათი პოზიციების ცვლილებებისთვის.

„ამაზე იაგოც ლაპარაკობს, „ქართული ოცნებაც“ ამბობდა და ლოგიკა არის ამაში, სამწუხაროდ. ვის შეიძლება ჰქონდეს მათ წინააღმდეგ კომპრომატები? არ ვიცი, ვინც წინა ხელისუფლებაში იყვნენ. ალბათ, ვანო მერაბიშვილი, გიგა ბოკერია და ისინი, ვინც იყვნენ ადრეც ამით დაკავებულები, ხომ გვახსოვს“,- განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი და „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია აცხადებენ, რომ გიორგი ვაშაძე მათთან შეხვედრაზე თანახმა იყო, თუმცა დღეს პოზიცია შეცვალა და შეხვედრაზე უარს აცხადებს.