ალეგრის აზრით, „იუვენტუსი“ გამარჯვებებისთვის მომავალ სეზონშიც მზად იქნება
ალეგრის აზრით, „იუვენტუსი“ გამარჯვებებისთვის მომავალ სეზონშიც მზად იქნება

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გუნდის მომავალ პერსპექტივებზე ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტი გუნდს სეზონის დამთავრებისთანავე დატოვებს.

„მე ვტოვებ გამარჯვებულ გუნდს, რომელსაც მომავალ სეზონში ჩემპიონობის შანსი 80% მაინც აქვს და რომელიც ჩემპიონთა ლიგაზეც ღირსეულად იასპარეზებს“, – ციტირებს ალეგრის „ფუტბოლ იტალია“, – „მოგებათა ციკლი ჯერ არ დამთავრებულა და „იუვენტუსი“ მზადაა გამარჯვებებისთვის. მე არ ვნანობ წასვლას, რადგან ეს გადაწყვეტილება კლუბთან ერთად მივიღე. მადლობა მინდა გადავუხადო ტურინულ კლუბს, რადგან მათ ეს წლები დიდ ფეხბურთელებთან მუშაობის საშუალება მომცეს“.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსი“ წელს იტალიის ჩემპიონი ზედიზედ მერვედ გახდა, ჩემპიონთა ლიგაზე კი მეოთხედფინალში „აიაქსთან“ დათმო.