ალბანელთა მწვრთნელმა თავი იმართლა - საქართველომ დაცვაში კარგად ითამაშა  #1TVSPORT
ალბანელთა მწვრთნელმა თავი იმართლა - საქართველომ დაცვაში კარგად ითამაშა  #1TVSPORT

ალბანეთის მთავარმა მწვრთნელმა ედი რეიამ საქართველოსთან ფრედ (0:0) დასრულებული მატჩის შემდეგ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისმა გუნდმა კარგად ითამაშა და ერთადერთი რაც დააკლდა, გოლი იყო.

„საქართველოსთან თამაში რთულია, რადგან კონტრშეტევას ფაქტობრივად არ ახორციელებს. ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია და ჩვენ ეს ვიცოდით. პირველ ტაიმში ამიტომ მსურდა გატანა, რადგან თუ მათ გაიტანეს, მერე ისე იკეტებიან, ნებისმიერ სივრცეს ზღუდავენ და მერე თამაში ძალიან რთულდება.

მეორე მომენტი, რამაც ჩვენს წინააღმდეგ ითამაშა, ლეგიონერების განწყობა იყო – ყველა იმაზე ფიქრობდა, რომ კვირას თავის კლუბში მატჩები ჰქონდა ჩასატარებელი და აკლდა აგრესია.

ამხანაგურ მატჩს ესპანეთთან რომ თამაშობ, მოტივაცია განსხვავებულია, მაგრამ არიან მოთამაშეები, ვისაც დიდი სტიმული ჰქონდათ. სამწუხაროდ, ტირანაში ორი დღით ადრე ჩამოვფრინდით და მატჩისთვის მოსამზადებლად დრო არ გვქონდა“.