ახმეტაში დაკარგული 86 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
ახმეტაში დაკარგული 86 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

ახმეტაში დაკარგული 86 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. სათიანოს დასახლებაში მცხოვრები ნიკო გუშკაშვილის ცხედარს, ხუთდღიანი ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად, მაშველებმა მდინარე ალაზნის პირას მიაკვლიეს.

86 წლის მამაკაცს ოჯახი და მაშველები 12 ნოემბრიდან ეძებდნენ. ის სახლიდან პირუტყვის სამწყემსად გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.