ახმეტაში ოთხი დღეა, 86 წლის მამაკაცს ეძებენ
ახმეტაში ოთხი დღეა, 86 წლის მამაკაცს ეძებენ

ახმეტაში, სათიანოში ოჯახი და პოლიცია 86 წლის მამაკაცს ეძებენ.

არსებული ინფორმაციით, ნიკო გუშკაშვილი სახლიდან 12 ნოემბერს საქონლის სამწყემსად მინდორში წავიდა და მას შემდეგ აღარავის უნახავს.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს გამოძიება დაწყებულია.

შსს-ს ცნობით, ინტენსიურ სამძებრო სამუშაოებში პოლიციასთან ერთად, სამაშველო ჯგუფებიც არიან ჩართული.

დატოვე კომენტარი