ახალწვეული მარტვილში - „მერანმა“ ლესოთოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
ახალწვეული მარტვილში - „მერანმა“ ლესოთოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

მარტვილის „მერანმა“ ახალი ლეგიონერი დაიმატა – ეროვნული ლიგა 2-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ლესოთოს ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა.

„მერანის“ ცნობით, მარტვილის გუნდის ღირსებას ნკოტო მასოაბი დაიცავს. 29 წლის თავდამსხმელი 2014 წლიდან ლესოთოს ნაკრების წევრია – მარტვილელთა ახალწვეულს ეროვნული გუნდის მაისურით 23 მატჩი აქვს ჩატარებული და 2 გოლი აქვს გატანილი.

„მერანის“ ახალწვეული ლესოთოს „ლიოლის“ აღზრდილია, თამაშობდა „კიკ ფორ ლაიფში“, სამხრეთ აფრიკის „რეალ კინგში“, ბოლოს კი ლიბიის პრემიერლიგაში „ასვეჰლიში“ თამაშობდა.

ლესოთოს ნაკრების ფეხბურთელი მარტვილის „მერანის“ მეორე ლეგიონერია – მანამდე გუნდში 27 წლის მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა ჩაირიცხა, რომელიც 16 გოლით „გაგრას“ თავდამსხმელ თამაზ მაქაცარიასთან ერთად, ლიგის საუკეთესო ბომბარდირია.

„მერანი“ ეროვნულ ლიგა 2-ში 46 ქულით მესამე ადგილზეა, ეროვნულ ლიგაში გადასასვლელად იბრძვის და ლეგიონერის დამატება ამიტომ დასჭირდა.