ახალწვეული ბენინის ნაკრებიდან - „სამგურალმა“ „ამიენის“ ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT
ახალწვეული ბენინის ნაკრებიდან - „სამგურალმა“ „ამიენის“ ფეხბურთელი დაიმატა #1TVSPORT

წყალტუბოს „სამგურალი“ ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრას სტუმრად ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ თბილისის „დინამოსთან“ გაძლიერებული შემადგენლობით გამართავს.

„სამგურალმა“ ტაჯიკეთის ნაკრების 19 წლის მცველ მეხრუბონ ქარიმოვის გარდა, საფრანგეთის ლიგა2-ის „ამიენიდან“ ჩარბელ გომესი დაიმატა. კლუბსა და ფეხბურთელს შორის სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

22 წლის ბენინელი ლეგიონერი ამპლუით მარცხენა ფლანგის შემტევია. თავიდან სამშობლოში „ესპუარ დე სავალუში“ თამაშობდა. 2018 წლის 29 სექტემბერს, კლუბთან მოლაპარაკებისა და სამართლებრივი ბრძოლის შემდეგ, საფრანგეთში გაფრინდა და შეუერთდა „ამიენს“ – სამთვიანი სტაჟირების შემდეგ დააწინაურეს მთავარ გუნდში, სადაც ორი სეზონი გაატარა.

2017 წელს, როდესაც ის მხოლოდ 16 წლის იყო, ბენინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა უმარ ჩომოგომ გამოიძახა. დებიუტი 2017 წლის 3 სექტემბერს ეკვატორული გვინეის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში ჩაატარა. სულ ეროვნული ნაკრების ფორმა 17-ჯერ მოირგო.

ბენინის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა 2018 წლის აფრიკის თასზე, რომელიც მაროკოში ჩატარდა და მასპინძლებთან შეხვედრაში გოლი გაიტანა, მატჩი კი 2:2 დასრულდა.

წყალტუბოს „სამგურალი“ „დინამო თბილისს“ 13 მარტს გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ესტუმრება. მატჩი 19:00-ზე დაიწყება.