ახალკაცი ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია, ვერცხლი კირაკოზაშვილს ერგო | დიორი 2018
დიორში, მიმდინარე 23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე, დღეს ქართული ფინალი შედგა.
81 კგ. წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების ღირსებას თამაზ კირაკოზაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი იცავდნენ და ფინალურ შეხვედრაში სწორედ ისინი შეხვდნენ. თამაზ კირაკოზაშვილი ფინალურ შეხვედრაზე მუხლის ტრავმის გამო არ გამოცხადდა, შესაბამისად 23-წლამდე ძიუდოისტთა შორის ევროპის ჩემპიონის ტიტული ვლადიმერ ახალკაცმა მოიგო.
თამაზ კირაკოზაშვილმა ფინალში გადასასვლელი შეხვედრა ჰოლანდიელ ჯიმ ჰეიზმანს დამატებით დროში იპონით მოუგო, ვლადიმერ ახალკაცმა კი ნახევარფინალურ ფინალურ შეხვედრაში ინგლისელ სტუარტ მაკვატის სძლია.
დღესვე 73 კგ. წონით კატეგორიაში ალეკო მამიაშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა წარუმატებლად დაასრულა და მეხუთე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონატის ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ერთი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.
23-წლამდე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ხვალ იჭიდავებენ –
-90კგ – კობა მჭედლიშვილი
-100კგ – ონისე სანებლიძე
+100კგ – გელა ზაალიშვილი