ბექაური და ახალკაცი ობერვარტის ტურნირის ფინალში არიან, ბერიაშვილი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT
ბექაური და ახალკაცი ობერვარტის ტურნირის ფინალში არიან, ბერიაშვილი კი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს #1TVSPORT

ავსტრიის ქალაქ ობერვარტში მიმდინარე ევროპის ღია პირველობაზე ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ბექაური ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტატამზე დაბრუნდა და ტურნირის ფინალში იჭიდავებს.

ავსტრიულ შეჯიბრზე ბექაურის გარდა, ვლადიმერ ახალკაციც ოქროს მედლისთვის იბრძოლებს. ფინალურ ბლოკში მესამე ქართველი გიორგი ბერიაშვილი ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

ლაშა ბექაურის მეტოქე ავსტრიის სახელით მოასპარეზე შამილ ბორჩაშვილი იქნება, ახალკაცი კი პირველი ადგილისთვის ფრანგ ჩილარდს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს გიორგი თუთაშვილმა (66კგ) ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.