ხარაზიშვილი მეოთხედფინალშია - ახალკაცმა 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
ბოსნია-ჰერცეგოვინას დედაქალაქ სარაევოში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს ცხრა ქართველი გამოვიდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას ორნი – მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძე და ნინო გულბანი (70კგ) გამოეთიშნენ.
90კგ-ში მეორე შეხვედრა მოიგო და მეოთხედფინალში იჭიდავებს ნიკა ხარაზიშვილი.
ხარაზიშვილის ბრძოლა
ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა 81კგ-ში გამომსვლელმა ვლადიმერ ახალკაცმა.
ევროპის პირველობაზე გამომსვლელი მძიმეწონოსანი ქალი სოფიო სომხიშვილი ნახევარფინალშია, სადაც უკრაინელ ბულავინას შეხვდება. ასევე წარმატებულად ასპარეზობენ 100კგ-ში ილია სულამანიძე და მიხეილ ჯაფარიძე. ორივე მათგანი მეოთხედფინალშია.