„ახალი ზელანდია XV“ - მეორე დონის ნაკრების რებრენდინგი დასრულდა
„ახალი ზელანდია XV“ - მეორე დონის ნაკრების რებრენდინგი დასრულდა

ახალი ზელანდიის რაგბის ფედერაციამ განაცხადა, რომ მეორე დონის საერთაშორისო გუნდის რებრენდიგი დასრულდა და გუნდი ოქტომბერსა და ნოემბერში ჩრდილო ნახევარსფეროში ტურნეს გეგმავს.

წარსულში „ახალი ზელანდია ა“-დ ცნობილი გუნდის სახელი ამჟამად „ახალი ზელანდია VX“-ია. შინაარსი კი იგივეა – ეს იქნება გუნდი, რომელშიც ის მორაგბეები ითამაშებენ, რომლებიც ძირითადი ნაკრების შემადგენლობაში ვერ ხვდებიან, თუმცა საერთაშორისო დონეზე თამაშის გამოცდილების მიღებას იმსახურებენ.

ფედერაციის პრეზიდენტის ნაიჯელ კასის განცხადებით, „ახალი ზელანდია VX“ ახალგაზრდა მორაგბეებს დაეხმარება სანაკრებო გარემოს შეეჩვიონ და ეს ერთგვარი საფეხური იქნება „ოლ ბლექსის“ შემადგენლობაში მოსახვედრად. საინტერესოა ისიც, რომ კასის თქმით, „ახალი ზელანდია VX“-ს ახალ ზელანდიური რაგბის მთელი მსოფლიოსთვის გასაცნობად გამოიყენებენ. გუნდის მომავალი მეტოქეების ვინაობა ამ ეტაპზე ცნობილი არ არის.