ახალი სტადიონი არველაძეების ფონდისგან
ახალი სტადიონი არველაძეების ფონდისგან

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ კალინინოში, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა მიმდინარეობს – პროექტის ინიციატორი ძმები არველაძეების საქველმოქმედო ფონდია.

„ფონდი სტადიონის მშენებლობას საქართველოში თურქეთის საელჩოსა და თურქეთის თანმშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს პარტნიორობით ახორციელებს“, – წერია ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სოფელ კალინინოში სტადიონი სოფლის საჯარო სკოლის ტერიტორიაზეა განთავსებული და მცირე ზომისაა – მისი სიგრძე 40 მეტრია, თუმცა ბავშვებს საწყის ასაკში ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. პროექტის მიხედვით, მოედანზე მალე ახალ ხელოვნურ საფარს დააგებენ.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს არველაძეების ფონდის ორგანიზებით ორი ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე განხორციელდა – სტადიონი მარტყოფში და წეროვანის დევნილთა დასახლებაში განახლდა.