ახალი სეზონისთვის მზადება დაწყებულია - „სამგურალმა“ თურქეთში ორი შეკრება დაგეგმა #1TVSPORT
ახალი სეზონისთვის მზადება დაწყებულია - „სამგურალმა“ თურქეთში ორი შეკრება დაგეგმა #1TVSPORT

სამგურალი“ ახალი მთავარი მწვრთნელის, გიორგი ჭელიძის ხელმძღვანელობით, წყალტუბოში შეიკრიბა და ახალი საფეხბურთო სეზონისთვის მზადება დაიწყო.

გუნდი ორჯერად ვარჯიშებზე გადავა. „სამგურალი“ წყალტუბოში 15 იანვრამდე მოემზადება, შემდეგ კი თურქეთის საკურორტო ქალაქ ანტალიაში გაემგზავრება, სადაც 17 თებერვლამდე ორ შეკრებას გაივლის.

გუნდთან ერთად არიან ახალწვეულები, ძმები ლუკა და ნიკა ხორხელები, რომლებმაც გასული სეზონი ბოლნისის „სიონში“ კარგად ჩაატარეს, „სამგურალთან“ კონტრაქტი კი დეკემბერში გააფორმეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ჭელიძემ გიორგი მიქაძე ჩაანაცვლა, რომლის ხელძღვანელობითაც გუნდმა ისტორიაში საუკეთესო შედეგს მიაღწია და ეროვნულ ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა.

კლუბის პრესსამსახურის ცნობით, მიქაძის წასვლის შემდეგ „სამგურალი“ მისმა ასისტენტებმა – სერგი ორბელაძემ და ლევან ყუფარაძემაც დატოვეს.