ახალი კანონი ლიეტუვის მოქალაქეებს გადასასვლელებზე მობილურის გამოყენებას აუკრძალავს
ლიეტუვის მოქალაქეებს გადასასვლელებზე მობილურის გამოყენებას კანონით აუკრძალავენ. შესაბამისი შესწორება საგზაო უსაფრთხოების წესების შესახებ კანონში შევიდა.
ახალი წესების მიხედვით, გზის კვეთისას ფეხით მოსიარულეებს აეკრძალებათ ისეთი საქმიანობა, რაც მათ დააბნევს და საფრთხეს შეუქმნის, მათ შორის, მობილური მოწყობილობების გამოყენება“.
ახალ კანონში ასევე აღნიშნულია, რომ ავტომობილების მძღოლებმა არა მხოლოდ იმ ფეხით მოსიარულეებს უნდა დაუთმონ გზა, რომლებიც უკვე გადადიან გადასასვლელზე, არამედ მათაც, ვინც გადასასვლელთან ახლოს დგას.