ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩის დროს მეკარემ მობილური ტელეფონი გამოიყენა [ვიდეო]
ბრაზილიის ჩემპიონატის მატჩის დროს მეკარემ მობილური ტელეფონი გამოიყენა [ვიდეო]

ბრაზილიური კლუბის “ატლეტიკო პარანაენსეს” მეკარემ ადერბარ სანტოსმა ბრაზილიის ჩემპიონატის მეხუთე ტურის მატჩის დროს, “ატლეტიკო მინეიროს” წინააღმდეგ, სმარტფონი გამოიყენა.

შეხვედრა 13 მაისს გაიმართა. ვიდეოში, რომელიც “პარანაენსეს” ერთ-ერთი გულშემატკივრის “ტვიტერზეა” განთავსებული, კარგად ჩანს, როგორ იღებს სანტოსი ხელში ტელეფონს და აპარატით გარკვეულ მანიპულაციებს ასრულებს.

ამის შემდეგ, მეკარემ სმარტფონი მოედნის გარეთ დადო.

“ატლეტიკო პარანაენსემ” 1:2 წააგო საკუთარ მოედანზე.