ახალი ისტორია კრივში - ტრანსგენდერმა მოკრივემ პირველ გამარჯვებას მიაღწია
ისტორიულ მოვლენას ჰქონდა ადგილი ამერიკის შეერთებული შტატებში. პირველად ისტორიაში, ტრანსგენდერმა მოკრივემ პროფესიულ რინგზე გამარჯვება მოიპოვა.
ნახევრადსაშუალო წონაში ბრძოლა პატრისიო მანუელსა და უგო აგილარს შორის კალიფორნიაში გაიმართა. ჯერ კიდევ 2012 წელს, მანუელი ქალი იყო და აშშ-ის ნაკრებშიც კი ირიცხებოდა.
„ქედს ვიხრი ჩემი მოწინააღმდეგის წინაშე. ის მებრძოდა, როგორც მამაკაცს. მე მას ამისთვის დიდ პატივს ვცემ. ძალიან დიდი შრომის გაწევა დამჭირდა იმისთვის, რომ აქ ვყოფილიყავი. მაგრამ ეს არ არის დასასრული, მხოლოდ ახლა ვიწყებ და კიდევ დავბრუნდები,“ – განაცხადა პატრისიომ ბრძოლის შემდეგ.
აღვნიშნავთ, რომ აგილარმა პროფესიულ რინგზე ექვსი ბრძოლა ჩაატარა და ყველა წააგო.