ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგის მატჩები ხუთშაბათსაც გაიმართება #1TVSPORT
ახალი ფორმატის ჩემპიონთა ლიგის მატჩები ხუთშაბათსაც გაიმართება #1TVSPORT

უეფა-ს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ჟურნალისტებთან, რომლის დროსაც დაწვრილებით ილაპარაკეს ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატზე, რომელიც 2024-25 წლების სეზონიდან შევა ძალაში. შეგახსენებთ, რომ მთავარ ევროპულ საკლუბო ტურნირზე მონაწილეების რიცხვი 36-დან 32-მდე გაიზრდება. კლასიკური ჯგუფური ეტაპი შეიცვლება ერთიანი ტურნირითა და ცხრილით. თითოეული გუნდი რვა შეხვედრას გამართავს სხვადასხვა მეტოქესთან.

ასევე, ცვლილება შეეხება ჩემპიონთა ლიგის კალენდარს. 2024-25 წლების სეზონში მატჩები გაიმართება სამშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით. გარდა ამისა, ბოლო ტურის 18-ივე შეხვედრა პარალელურად, ერთ დღეს (29 იანვარი) გაიმართება.