ახალგაზრდული ნაკრების წევრი დიეგო ჩხიკვაძე მსოფლიოს ვიცეჩემპიონია #1TVSPORT
რუსეთში, ქალაქ უფაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგზარდული ნაკრების წევრი დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ) ვერცხლის მედალს დაეუფლა.
შეგახსენებთ, რომ დიეგო ჩხიკვაძე ევროპის მოქმედი ჩემპიონია და ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენის დღევანდელი წარმატება წინ გადადგმული კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია.
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორე წევრს, გიორგი შპეტიშვილს მედლამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა. ქართველმა მოჭიდავემ რეპეშაჟის ფინალი ევროპის მოქმედ ჩემპიონთან, ალექსანდრ გუტუსთან დათმო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.