სამი ქართველი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს | ჭიდაობა #1TVSPORT
სამი ქართველი ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში იასპარეზებს | ჭიდაობა #1TVSPORT

დორტმუნდში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრების წევრები გიორგი თოხაძე (55 კგ), დიეგო ჩხიკვაძე (63 კგ) და გიორგი შპეტიშვილი (77 კგ) ფინალში გავიდნენ და ოქროს მედლებისთვის იბრძოლებენ.

თოხაძე (55 კგ) ფინალში რუს პაველ ბელკინს შეხვდება, დიეგო ჩხიკვაძის (63 კგ) მეტოქე ფინალში აზერბაიჯანელი გურბანოვი იქნება, ხოლო შპეტიშვილი (77 კგ) ოქროს მედლისათვის შეხვედრაში მოლდაველ გუტუს დაუპირისპირდება.

ფინალური ბლოკი 20:00 საათიდან დაიწყება. დღესვე გერმანულ ხალიჩაზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დარჩნილი ხუთი წონითი კატეგორიის ფალავნები წინასწარი და ნახევარფინალური ეტაპის შეხვედრებს გამართავენ.

საქართველოს ღირსებას კი ფრიდონ აბულაძე (60 კგ), ლუკა ოჩიგავა (67 კგ), გიორგი ჩხიკვაძე (72 კგ), იაგო გობაძე (82 კგ) და ლაშა ტვილდიანი (97 კგ) დაიცავენ.

წინასწარი შეხვედრები 13:30 საათიდან დაიწყება.

დატოვე კომენტარი