ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს  #1TVSPORT
ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს #1TVSPORT

საქართველოს 21-წლამდე ეროვნული გუნდი 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას განაგრძობს. ახალგაზრდული ნაკრები 3 ივნისს, გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე რუმინეთს დაუპირისპირდება.

გუნდებმა 2021 წლის სექტემბერშიც ქალაქ ვოლუნტარიში ითამაშეს და შეხვედრა 1:1 დასრულდა. იანის სტოიცას გოლს, 73-ე წუთზე გიორგი გულიაშვილმა უპასუხა. ორივ ქვეყანა ევრო 2023-ის მასპინძელია და ტურნირის ფინალური ეტაპის საგზური ავტომატურად მოიპოვა.

გორში გასამართი ამხანაგური შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება და მატჩზე დასწრება თავისუფლია. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომანია სილქი (სილქ სპორტი 2) და ფეხბურთის ფედერაციის Youtube-ს არხი შემოგთავაზებთ.

21-წლამდელების შემადგენლობა:

მეკარეები: თორნიკე მეგრელიშვილი (საბურთალო), დემეტრე ბულისკერია (დილა გორი), ლუკა ხარატიშვილი (შუქურა ქობულეთი).

მცველები: ცოტნე კაპანაძე (თელავი), ივა გელაშვილი (სპარტა პრაღა, ჩეხეთი), ლაშა კვარაცხელია (დაუგავპილსი, ლატვია), მათე აბულაძე (ტორპედო ქუთაისი), სანდრო კალანდაძე (დინამო თბილისი), ჯემალ-გიორგი ჯინჯოლავა (კადისი ბ, ესპანეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (საბურთალო), საბა ხვადაგიანი (დინამო თბილისი).

ნახევარმცველები: ნიკა გაგნიძე (დილა გორი), შოთა ნონიკაშვილი (საბურთალო), გიორგი მოისწრაფიშვილი (დინამო თბილისი), ბექა დარცმელია (ლოკომოტივი თბილისი), ნიკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლუკა ხორხელი (სიონი ბოლნისი), ლევან ოსიყმაშვილი (დინამო თბილისი), ლუკა გაგნიძე (რაკოვი, პოლონეთი).

თავდასხმელები: გიორგი გაგუა (დეპორტივო ალავესი, ესპანეთი), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი თბილისი), შაკო ოგბაიძე (ვიქტორია ბერლინი, გერმანია), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო).