ახალგაზრდა ვეტერანები სწავლას იწყებენ - მარცვალაძე, კვირკველია და ბაბუნაშვილი „უეფას“ (UEFA) კურსებზე
ახალგაზრდა ვეტერანები სწავლას იწყებენ - მარცვალაძე, კვირკველია და ბაბუნაშვილი „უეფას“ (UEFA) კურსებზე

ივნისის დასაწყისში „უეფას“ (UEFA) მწვრთნელთა განათლების „ბ“ ლიცენზიის მორიგი კურსი დაიწყება – სასწავლო კურსის პირველ მოდულს (3, 4 და 5 ივნისს) ლიცენზიის 25 მაძიებელი დაესწრება, რომელიც „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ გაიმართება.

სასწავლო პროცესი „უეფას“ მწვრთნელთა განათლების კონვენციის შესაბამისად, თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილებს მოიცავს და 10 თვე გაგრძელდება, მისი ორგანიზატორი კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მწვრთნელთა პროფესიული განათლებისა და განვითარების განყოფილებაა.

საინტერესოა, რომ სამწვრთნელო საქმიანობის შესწავლას ცნობილი მოთამაშეები იწყებენ, რომლებმაც კარიერა ახლახან დაასრულეს – ოთარ მარცვალაძე, დათო კვირკველია, შოთა ბაბუნაშვილი, ნიკო კვასხვაძე, ვაჟა ქორიძე, ლაშა ჭელიძე, ოლეგ გველესიანი და გიორგი ნერგაძე.

სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში, მწვრთნელები „უეფას“ მწვრთნელთა განათლების ერთ-ერთი ლიცენზიას მიიღებენ.

დატოვე კომენტარი