ახალგაზრდა ძიუდოისტების ოთხი ოქროს მედალი ევროპის თასზე #1TVSPORT
ახალგაზრდა ძიუდოისტების ოთხი ოქროს მედალი ევროპის თასზე #1TVSPORT

პოლონეთში, პოზნანის ევროპის თასზე საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა გამოსვლა 13 მედლით დაასრულა. ჩვენმა გუნდმა საერთო ჩათვლაში როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.

ტურნირზე ჩემპიონები – ალეკო კასრაძე (-66), ალექსანდრე ლოლაძე (-81), მიხეილ ჯაფარიძე (-100) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100) გახდნენ.

ვერცხლის მედლები -კოტე კაპანაძემ (-73), ალექსანდრე გულბიანმა (-81) და უჩა ტაბატაძემ (+100) მოიპოვეს.

ბრინჯაოს მედლები კი თორნიკე მაზიაშვილმა (-60), თორნიკე ფოლადიშვილმა (-90), აკაკი ჯაფარიძემ (-90), ერეკლე ბაზიერიშვილმა (-100), შალვა გურეშიძემ (+100) და გიორგი ტაბატაძემ (+100) აიღეს.