ახალგაზრდა ბორჯღალოსნები ევროპის ჩემპიონატზე მიემგზავრებიან
ევროპის ჩემპიონატისთვის 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. გუნდი კალინინგრადში 10 აპრილს გაემგზავრება. ტურნირზე ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე მეოთხედფინალში გერმანია იქნება. შეხვედრა 14 აპრილს, კალინინგრადის „ლოკომოტივის“ სტადიონზე, საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება და მისი ხილვა „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი. სხვა მეოთხედფინალურ შეხვედრებში ესპანეთი ჰოლანდიას, პოლონეთი ბელგიას, ხოლო რუსეთი რუმინეთს ეთამაშება. ნახევარფინალი 17 აპრილს, ფინალი კი 20 აპრილს ჩატარდება.
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა დასკვნითი ხუთდღიანი შეკრება მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიარეს. ევროპის ჩემპიონატზე 13 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე მიდის.