ევროპის ჩემპიონატისთვის 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრების 26-კაციანი შემადგენლობა ცნობილია. გუნდი კალინინგრადში 10 აპრილს გაემგზავრება. ტურნირზე ჩვენი გუნდის პირველი მეტოქე მეოთხედფინალში გერმანია იქნება. შეხვედრა 14 აპრილს, კალინინგრადის „ლოკომოტივის“ სტადიონზე, საქართველოს დროით 20:25 საათზე დაიწყება და მისი ხილვა „რაგბი ევროპის“ ოფიციალურ პორტალზე იქნება შესაძლებელი. სხვა მეოთხედფინალურ შეხვედრებში ესპანეთი ჰოლანდიას, პოლონეთი ბელგიას, ხოლო რუსეთი რუმინეთს ეთამაშება. ნახევარფინალი 17 აპრილს, ფინალი კი 20 აპრილს ჩატარდება.
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა დასკვნითი ხუთდღიანი შეკრება მარტყოფის სარაგბო ბაზაზე გაიარეს. ევროპის ჩემპიონატზე 13 მორკინალი და 13 ხაზის მოთამაშე მიდის.
საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონის ტიტული გასულ წელს პოლონეთში მოიპოვა, როდესაც ფინალში საფრანგეთი ანგარიშით 8:3 დაამარცხა. აღნიშნული ტურნირის შემდეგ ფრანგებმა ტურნირიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 2015 წელს ტურნირი ინგლისმა, ირლანდიამ, უელსმა, შოტლანდიამ და იტალიამაც დატოვა.
საქართველოს 18 წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა
შერკინება: დათო აბდუშელიშვილი (ლელო), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), ლუკა პეტრიაშვილი (ხვამლი), საბა ხონელიძე (აია), ალექსანდრე ქუნთელია (ლელო), ირაკლი მჭედლიძე (ლელო), ლუკა ჩქარეული (ლელო), ტატო გვიმრაძე (ხვამლი), ლუკა მაჭარაშვილი (არმაზი), რობი ნერსეზაშვილი (ლელო), ლუკა ივანიშვილი (წიქარა), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო), გიორგი ქობალია (ლელო);
ხაზი: ლუკა მატკავა (არმაზი), ფრიდონ წიკლაური (ხვამლი), გივი ცინცაძე (არმაზი), გიორგი ყუფარაძე (ლოკომოტივი), ბესო თაყნიაშვილი (ხვამლი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), ლევან ქუშაშვილი (ლელო), თემურ კოხოძე (აია), ლაშა კაკაურიძე (ხვამლი), ლევან ბრაგვაძე (არმაზი), დათო ნინიაშვილი (ხვამლი), დაჩი პაპუნაშვილი (არმია).
მთავარი მწვრთნელი – დავით ჩავლეიშვილი