აკაკი ზოიძე - ვინც ქილიკობს, მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას
აკაკი ზოიძე - ვინც ქილიკობს, მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას

ვინც ქილიკობს, მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ზოიძე ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად ბერა ივანიშვილის მიერ თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

„დედამიწის ფილტვებად წოდებულ ამაზონის ტყეში მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა, არა მხოლოდ ბრაზილიის, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა და ბერას, როგორც მუსიკოსს და ქველმოქმედს, თავისი წვლილი შეაქვს ამ გლობალური პრობლემის აღმოფხვრაში, ისევე, როგორც მის კოლეგებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ვინც ამ თემაზე ქილიკობს, მას ან არაფერი ესმის და არ უნდა გაიგოს არც ეკოლოგიის და არც ქველმოქმედების ან უბრალოდ მიზანმიმართულად ცდილობს ივანიშვილის ოჯახის უპრეცედენტო ქველმოქმედების დისკრედიტაციას. ხოლო კითხვის დასმა, თუ რა გააკეთა ივანიშვილების ოჯახმა საქართველოსთვის, უბრალოდ სირცხვილია. 3 მილიარდზე მეტი უკვე დახარჯულია ივანიშვილების მიერ სხვადასხვა სფეროში. ეროვნული მნიშვნელობის პროექტების დაფინანსება გრძელდება. თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ამას შეხსენების გარეშეც კარგად ხედავს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ.

მუსიკოსი ბერა ივანიშვილი საკუთარი დანაზოგიდან და ოჯახის დახმარებით ამაზონის ტყეებში ხანძრებთან საბრძოლველად 1,1 მილიონ დოლარს გადარიცხავს. ამის შესახებ ბერა ივანიშვილი ვიდეომიმართვაში საუბრობს, რომელი მისი „ფეისბუქის“ გვერდზე გავრცელდა.