აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლები შეწყვიტა
აკაკი წერეთლის სახელობის თეატრმა მაღაროელების სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლები შეწყვიტა

ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის თეატრის მსახიობები გაფიცულ მაღაროელებს თანადგომას უცხადებენ.

მსახიობების თქმით, აკაკი წერეთლის სახელობის თეატრი სპექტაკლების გამართვას წყვეტს, ვიდრე  მაღაროელთა მოთხოვნები არ იქნება შესრულებული.

დღესვე მაღაროელებს სოლიდაროება გამოუცხადეს  სკოლის დირექტორებმა და მოსწავლეებმა. საპროტესტო აქციაზე ჭათურის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან ერთად ქალაქის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ნუგზარ მიროტაძეც იმყოფებოდა.

გაფიცული მაღაროელები პროტესტის შეწყვეტას არ აპირებენ. ისინი მეთერთმეტე დღეა შიმშილობენ და მოითხოვენ სოციალური პირობების გაუმჯობესებას, ასევე ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას.

ჭიათურაში მაღაროელების გაფიცვასთან დაკავშირებით კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ კი განცხადება გაავრცელა. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს, „კონსტრუქციულ რეჟიმში განაგრძონ მოლაპარაკება“.

დატოვე კომენტარი