გასულ ღამეს ჩვენ მათ სახეში სილა გავაწანით, – ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ 1978 წელს ფეჰლევიანების დინასტიის წინააღმდეგ გამართული დემონსტრაციებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე აშშ-ის სამხედრო ბაზებზე იერიშის შეფასებისას განაცხადა.
აიათოლა ალი ხამენეის განმარტებით, გასულ ღამეს განხორციელებული საჰაერო შეტევები ამერიკისთვის სილის გაწვნის ტოლფასი იყო. თუმცა, მისივე თქმით, როდესაც საქმე ეხება კონფრონტაციას, მსგავსი სამხედრო ქმედებები საკმარისი არ არის. აიათოლა ალი ჰამენეის განცხადებით, რეგიონში ამერიკის შეერთებული შტატების კორუფციული წარმომადგენლობა უნდა დასრულდეს.
აშშ-ის მიერ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციაზე საპასუხოდ ირანმა ერაყის ტერიტორიაზე განლაგებულ ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო დარტყმები 8 იანვარს, ღამის საათებში განახორციელა.