ალფრედ შრიოდერი ამსტერდამის „აიაქსის“ ახალი მთავარი მწვრთნელი გახდა. მხარეებმა 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმეს კონტრაქტი, რომელშიც თანამშრომლობის ერთი წლით გახანგრძლივების პუნქტია ჩადებული, – დაწერა კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
„აიაქსის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე შრიოდერი ერიკ თენ ჰაგს შეცვლის, რომელიც „მანჩესტერ იუნაიტედში” გააგრძელებს კარიერას.
49 წლის შრიოდერი 2018 წლის იანვრიდან 2019 წლის ზაფხულამდე თენ ჰაგის ასისტენტი იყო. ამის შემდეგ ის ავარჯიშებდა „ჰოფენჰაიმს“ და მუშაობდა „ბარსელონაში“, სადაც რონალდ კუმანის თანაშემწე იყო. წლევანდელ სეზონში შრიოდერმა ბელგიის ჩემპიონის ტიტულამდე მიიყვანა „ბრიუგე“.