„აიაქსი“ ჯგუფურ ეტაპს მიუახლოვდა
(L-R) Tomasz Kedziora of Dynamo Kyiv, Dusan Tadic of Ajax during the UEFA Champions League play offs round first leg match between Ajax Amsterdam and Dynamo Kyiv at the Johan Cruijff Arena on August 22, 2018 in Amsterdam, The Netherlands(Photo by VI Images via Getty Images)
გუშინ, 22 აგვისტოს, ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის კიდევ სამი მატჩი გაიმართა. „ამსტერდამ არენაზე“ ერთმანეთს ადგილობრივი „აიაქსი“ და კიევის „დინამო“ დაუპირისპირდნენ. ჰოლანდიელები ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი გათამაშების მიღმა დარჩნენ და წელს განსაკუთრებით მოტივირებულები არიან, რომ ეს უიღბლო პერიოდი დაასრულონ.
მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო და უკვე მეორე წუთზე დონი ვან დე ბეეკმა ანგარიში გახსნა. კიეველებმა წონასწორობა მალე აღადგინეს და ეს გუნდის პოლონელმა ლეგიონერმა ტომაშ კენძიორამ გააკეთა, თუმცა ჰოლანდიელებმა პირველივე ტაიმში მოახერხეს კიდევ ორი გოლის გატანა: ჯერ ჰაკიმ ზიეჩმა გამოიჩინა თავი, შემდეგ კი დუშან ტადიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3-1.
დანარჩენ მატჩებში უნგრულმა „ვიდიმ“ საკუთარ მოედანზე ათენის „აეკთან“ წააგო 1-2, ხოლო შევეიცარიულმა „იანგ ბოისმა“ და „ზაგრების დინამომ“ 1-1 ითამაშეს.
განმეორებითი მატჩები 28-29 აგვისტოს გაიმართება.