აგუსტინ ურსის შეძენა ერთდროულად რვა გუნდს სურს
აგუსტინ ურსის შეძენა ერთდროულად რვა გუნდს სურს

„ბანფილდისა“ და არგენტინის ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელით ერთდროულად რვა კლუბია დაინტერესებული, – იუწყება Football Italia.

გამოცემის ინფორმაციით, 19 წლის აგუსტინ ურსის შეძენა სურთ: „ბოკა ხუნიორსს“, „რასინგს“, „რივერ პლეიტს“, „ინტერს“, „რომას“, „ბენფიკას“, „ატლეტიკოსა“ და „ფიორენტინას“.

არგენტინის ახალგაზრდულ ნაკრებში აგუსტინ ურსიმ ოთხი შეხვედრა ჩაატარა და გოლიც გაიტანა, „ბანფილდის“ შემადგენლობაში კი 12 მატჩში ორი გოლის ავტორი გახდა.

საინტერესოა, რომ თავად ახლაგაზრდა ფეხბურთელი პრემიერლიგაში თამაშზე ოცნებობს და მისი საყვარელი გუნდი „მანჩესტერ სიტია“.