აგუერო შეიძლება არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მოხვდეს #1TVSPORT
აგუერო შეიძლება არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მოხვდეს #1TVSPORT

„მანჩესტერ სიტის“ ყოფილი ფორვარდი სერხიო აგუერო, შესაძლოა, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრების სამწვრთნელო შტაბში მოხვდეს.

„ვაპირებ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამგზავრებას. ეს ჯერ არ განხილულა. შეხვედრა მალე იქნება. სიმართლე იმაშია, რომ მინდა იქ ყოფნა.

დიახ, მე ველაპარაკე ნაკრების მთავარ მწვრთნელს ლეო სკალონის. მან დამირეკა, არგენტინის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტმა კლაუდიო ტაპიაც დამიკავშირდა. ის ცდილობს გაიგოს, რისი გაკეთება შეიძლება. ეს სულ ახლახანს მოხდა.

ცხადია, რომ მე იქ გავემგზავრები. ვაპირებ ამის გაკეთებას. თუ არ გამოვა ნაკრებთან, მაინც წავალ, რათა ახლოს ვიყო ბიჭებთან. მე მათ მოტივაციაზე ვიზრუნებ“, – განაცხადა აგუერომ.