აღმოჩენილია უცნაური შავი ხვრელი, რომელიც თანდათან პატარავდება
აღმოჩენილია უცნაური შავი ხვრელი, რომელიც თანდათან პატარავდება

გასული წლის მარტში, საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე მოთავსებულმა NASA-ს ინსტრუმენტმა შენიშნა ჩვენგან 10 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე შავი ხვრელი, რომელიც ვარსკვლავის განადგურების პროცესში იმყოფებოდა.

ამის შემდეგ, მოხდა ფრიად უცნაური რამ — შავმა ხვრელმა ობიექტმა, რომლისგან გაქცევაც სინათლესაც კი არ შეუძლია, შეკუმშვა დაიწყო.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) განცხადების მიხედვით, შავი ხვრელის კორონა, ანუ მის გარშემო არსებულ ნაწილაკთა სარტყელი, უბრალოდ გაქრა.

MIT-ის განცხადებით, შავი ხვრელი თავდაპირველად დაახლოებით მასაჩუსეტსის შტატის ზომის იყო, საბოლოოდ კი 10 კილომეტრამდე შემცირდა.

არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ კოსმოსური მონსტრის მასა ჩვენი მზისას ათჯერ აღემატებოდა და იმყოფებოდა მთლიანი ვარსკვლავის შეჭმის პროცესში.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი ჯეკ შტაინერი აღნიშნავს, რომ ეს აღმოჩენა უმნიშვნელოვანესია დაბადების სტადიაში მყოფ შავ ხვრელთა კვლევაში.

მისი თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა შავი ხვრელის ევოლუციის პროცესში მისი კორონას შემცირება დაფიქსირდა.

როგორც შტაინერი აცხადებს, კორონა ჯერ კიდევ იდუმალებით არის მოცული და გასარკვევია მრავალი დეტალი. თუმცა, უკვე არსებობს მტკიცებულება, რომ შავი ხვრელის სისტემაში კორონა ევოლუციას განიცდის.

დატოვე კომენტარი