აფრიკის უმდიდრესი ადამიანი ნიგერიის თითო გოლში 50 ათასს იხდის
ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებს გაუჩნდათ შანსი, მნიშვნელოვანად გაიუმჯობესონ საკუთარი ფინანსური მდგომარეობა აფრიკის თასის ნახევარფინალის შემდეგ, რომელშიც ალჟირის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
როგორც ირკვევა, ორი ნიგერიელი ბიზნესმენი – ალიკო დანგოტე და ფემი ოტედოლა მნიშვნელოვან თანხას პირდება ნიგერიის ნაკრების ფეხბურთელებს ალჟირის კარში გატანილი თითოეული გოლისთვის. დანგოტე თითო გოლში 50 ათას დოლარს გადაიხდის, ოტედოლა – 25 ათასს. ნიგერიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ამაიუ პინიკი მზად არის იყოს შუამავალი ფეხბურთელებსა და ბიზნესმენებს შორის.
დანგოტე აფრიკის ყველაზე მდიდარ ადამიანად არის მიჩნეული – მისი ფინანსური მდგომარეობა 10.2 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.
ნიგერია ალჟირს 14 ივლისს შეხვდება.