აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ საფრანგეთში 200 ადამიანი დააკავეს
აფრიკის ერთა თასის ფინალის შემდეგ საფრანგეთში 200 ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციამ 19 ივლისის ღამეს, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში სპონტალური მანიფესტაციის მოწყობისთვის, ალჟირის ნაკრების 200-მდე გულშემატკივარი დააკავა, იტყობინება BFM.

წყაროს ცნობით, 177ადამიანი პატიმრობის ქვეშ დარჩა, ხოლო დანარჩენები ხელწერილით გაუშვეს. დაკავებულების უმრავლესობა პარიზზე მოდის, საფრანგეთის დედაქალაქში 102 ადამიანია დაპატიმრებული.

შეგახსენებთ, რომ ალჟირის ეროვნული ნაკრები აფრიკის ეროვნებათა თასის გამარჯვებული გახდა. მათ ფინალში სენეგალს ანგარიშით 1:0 მოუგეს.

ტურნირზე მესამე ადგილის მფლობელი ნიგერია გახდა.